ავტორი: maka-inashvili

  • „ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით“…

    „ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით“…

    ***

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით ,

    გზაზე მიდგება თვალები შენი,

    ოჰ, ეს ფოთლები ათასი ფერით,

    თვალი თვალზე და ღიმილი შენი,

    ეგ თმები ფოთლებს ჰგავს, ველად გაშლილთ,

    ქარი მარტოა: ყვირის და ყვირის.

    მე შენზე ვფიქრობ დღისით და ღამით..

    გთხოვ, დამიბრუნდი, დღისით ან ღამით.

    გთხოვ, დამიბრუნდი ფენილი ქარით…

    იონე გოცაძე (მე-8 კლ.)

    ***

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით,

    შემოდგომამ დაგვიტოვა პატარა ბზარი.

    დღე და ღამ ვზივარ და ვფიქრობ:

    რა არ ვიცი ნეტა, ვითომ…

    ფანჯრიდან გავყურებ ლამაზ ხეებს,

    წითელ, ყვითელ, ნაირნაირ ფერებს.

    შემოდგომამ წაიღი მათი ფოთლები,

    დაგვიტოვა ცივად მათი ტოტები.

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით.

    შემოდგომამ დაგვიტოვა პატარა ბზარი.

    ნინუკა ბურჯანაძე (მე-8 კლ.)

    ***

    გავყურებ ქუჩას, მის გზებს,

    დაცარიელებულ სახლებს,

    ვუსმენ ცაში მოფრინავე ხმებს,

    რაც დიდი ძალას მაძლევს.

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით ,

    ლამაზი, როგორც შენი თვალები.

    ახლა გეძებ ფოთლებში სევდით.

    ნეტა ვიცოდე, სად მემალები.

    გიპოვე! მინდა , გიცქირო შენ..

    მაგრამ ვუყურებ შენს ფოტოს, გატეხილ მინას.

    და რაღა გავაკეთო მე-

    ვუყურო შენზე დაყრილ მიწას?

    ელენე საღირაშვილი (მე-7კლ.)

    ***

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით…

    სიზმრებში გხედავ, მაგრამ ქრები, თითქოს მემალები.

    შენი სილამაზით ვთბები, ვეღარ ვგრძნობ სიცივეს.

    ღამე გისმენ, მაგრამ მალე ჩუმდები,თითქოს შინაგანად კვდები.

    წამო, წავიდეთ, ვუსმინოთ ფოთლებს,

    ვუსმინოთ, რა დარდი აქვთ..

    გამომყვები?

    შენი სილამაზით ვკვდები და ვტბები,

    შენ მიხატავ ჩემს ცხოვრებას.

    „ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით“,

    წამო, წავიდეთ ფოთლების ზღვაში.

    მარიამ კაპანაძე (მე-7 კლ.)

    ***

    ოჰ, ეს ფოთლები ფენილი ქარით,,,

    შემომეხვივნენ მზის ამარაზე.

    შრიალა ფოთლებს ვატანე,

    ჩემში ჩაბეჭდილი დარდები.

    გარდავისახე, გავიფიქრე,

    „უსიყვარულოდ სიო არ ჰქრის“,

    უსიყვარულოდ სიმშვიდე არ სუფევს,

    უსიყვარულოდ არც ფოთლების შრიალი ისმის.

    ნინი თევდორაძე (მე-8კლ.)

    ***

    „ოჰ,ეს ფოთლები ფენილი ქარით“ ,

    ოჰ, ამ ფოთლების ჟრიამულის ხმა.

    ფოთლები მიქრიან, ხეები რჩებიან,

    ისმის მხოლოდ ფოთლების ხმა.

    ოჰ, ამ ფოთლების ლამაზი ფერი,

    მაინც ისინი მიქრიან შორს,

    ოჰ, ამ ფოთლების ლამაზი ხმა,

    ოჰ, ამ ხეების ლამაზი თმა.

    ვიცი, ხეები მარტო რჩებიან,

    ფოთლები მიქრიან, ტოვებენ სახლს.

    ფოთლები მალე ივიწყებენ სახლს,

    ოჰ, ამ ფოთლების ჟრიანულის ხმა…

    მარიკა გოგუაძე (მე-6 კლ. )

  • ჩვენი გალაკტიონი

    ჩვენი გალაკტიონი

    იხ. ვიდეორგოლი „მე და ღამე“ (VIII კლ.)

    იხ. გაცოცხლებული წერილები (IX კლ.)

    ვიდეორგოლი: გალაკტიონი (სერაფიმე თავაძე)

  • ვწერთ ექსპრომტად

    ვწერთ ექსპრომტად

    მეშვიდეკლასელების ლექსები

    1. ბავშვობის ცეცხლი

    ბავშვობა იყო  კეთილი,

    აქტიური და ნათელი.

    ცელქი და თავაზიანი..

    (არ მჭირდებოდა ამდენი).

    მაგრამ ეს უკვე დასრულდა,

    ოცნება კი.. არ ასრულდა.

    ჩაქრა ის ცეცხლი, რაც იყო

    და აღარასდროს აინთო.

    2. ***

    დედა სახლში არ იყო,

    ის კი ჩემთან ერთად იჯდა.

    საყვარელი ძამიკო,

     მე სულ  მასთან ყოფნა მინდა.

    მე მას „კუნტი“ შევარქვი,

    (აბა, კნუტს ვერ ვამბობდი…)

    როცა ვხედავდი, ვეძახდი,

    მერე კი მისკენ გავრბოდი.

    3. ***

    მახსოვს, ყოველი ზაფხული

    კიკეთში გატარებული,

    ნანატრი მოგონებები,

    ბავშვობა გახარებული.

    4.***

    რა კარგი იყო ზაფხული

    ლამაზი და ნათელი,

    მხიარული და ბულულა

    აყვავებული მთა-ველი.

    ახლაც მახსოვს ის დღეები.

    ტოტებდამძიმებული ხეები.

    5. ***

    მიყვარს ჩემი სოფლის ხედი

    ხეების თუ მთა-ველის,

    მიყვარს შუქი განთიადის-

    დილით ადრე მაღვიძარის.

    6. ***

    რა კარგი იყო წყნეთი-

    ჟრიამული და სიყვარული.

    მშობლების დასასვენებელი,

    ხოლო ბავშვების სიხარული.

    7. ***

    მახსოვს, როცა გნახე პირველად,

    ჩემი ცხოვრება ფერებით გაივსო.

    დავფრინავთ, ღრუბლებში ავდივართ.

    ვიცით, რას ვფიქრობთ ნამდვილად?

    როცა შენ ჩემთან ერთად ხარ,

    ბედნიერებას მართლა ვგრძნობ.

    თითქოს ნამდვილი დები ვართ.

    თითქოს ~ შენ ერთადერთი ხარ,

    ვისაც ვიცნობ.

      8.***

    ეზო არის დაკარგული, ცარიელი-ტარიელი,

    ეზო, რომლის შიგნით   ლაღად დადიოდა ერთი შველი-

    ერთ დროს იყო მხიარული, ახლა არის  მარტოსული…

    ახლა ალბათ მასაც ისევ ახსენდება ის დღეები ,

    და მისთვის ეს   გახსენება  არის სიამოვნება…

    ვეკითხები ბებოს: რას ერჩოდნენ  სოფელს?

    რატომ არის ახლა მარტო და სად გაქრა ის დიდება?

    9. ვერის ბაღის დაბრუნება

    დამიბრუნდა ვერის ბაღი,

    ხეებით და ხალხით სავსე.

    იქ ხანდახან ქარი ქროდა,

    კაშკაშა მზე ანათებდა.

    ბალახი კი ხასხასებდა.

    კარგი იყო სანახავად ,

    იქ, სადაც მე დავდიოდი.

    ყვავილებით სავსე პარკი

    და ახალი გასართობი.

    დამიბრუნდა ვერის ბაღი,

    ხეებით და ხალხით სავსე.

    10. ***

    ჩემთვის ვზივარ სახლის პირას.

    გზას ვუყურებ და გაწვიმდა.

    ბებო ზის გზის  განაპირას  .

    გადაიღებს ნეტავ წვიმა?

    ჩამოღამდა, ღამე დადგა,

    ნეტავ ვინმემ დამინახა?

    ბებო მიდის, გზას უყურებს,

    ვერაფერიც ვერ გავუგე.

    ბებოს ვხედავ იმ სადგურზე ,

    შემოაწვა დარდი გულზე,

    გზას გავყურებ და გაწვიმდა.

    გადაიღებს ნეტავ წვიმა?

    11.***

    მახსოვს, როგორ გველანდებოდა,

    მუხის ჩრდილებში გართობა,

    და ყოველი მზის ამოსვლაზე გვენატრებოდა

    ის ნათელი ბავშვობა.

    12. ოთხი მინიატურა

    ***

    დრო რომ მიდის,

    შენ კი იქ ხარ-

    ჩაკეტილი ჩემს გულში.

    მაგრამ შენ ხომ ვერ მპოულობ,

    ვერ მპოულობ შენს გულში .

    ***

    ხეებიდან ფოთოლთ ცვენა

    არ ჩერდება დილამდე,

    ფოთლები რომ მოფრინავენ

    ვებერთელა მიწაზე.

    მოპენტილა აქეთ-იქით

    გვფარავს კალთა სინაზის.

    ***

    ნისლი ბურავს არემარეს

    მზე ჩადის და ცივა.

    მთიდან თვალებმოჭუტული

    იყურება ციდა .

    ***

     მზე ამოდის , აღარ ცივა,

    აცისკროვნებს გარემოს,

    ვერ გავიგე , სამშობლოა

    თუ სამოთხე წამისო.

    13.***

    რა კარგი იყო ჩემი ბავშვობა

    რა კარგად მახსოვს შენი თვალები.

    როცა  ვუყურებ შენს ლამაზ ფოტოს,

    შენ მელანდები.

    ნეტა სადა ხარ, სად მელოდები?

    ნეტა ოდესმე სადმე შეგხვდები?

    განა არ ვიცი, რომ სულ ჩემთან ხარ,

    და აღარასდროს დამეკარგები.

    14.***

    ყოველდღე და ყოველ ღამე

    ყოველთვე და ყოველ წელს

    ყოველ წამს და ყოველ წუთს

    შენზე ფიქრით ავივსე.

    სიცილში თუ სევდაში

    გაფანტულა სიტყვები,

    მეგობრებთან ან შენთან

    სიყვარულით ვივსები.

    ბევრს ვცდილობდი,

    ბევრს ვწვალობდი,

    ბევრი რამე გავწირე,

    საბოლოოდ ნიშნად შენ კი

    უცებ   ზურგი მაქციე.

    ნაბიჯ-ნაბიჯ, დღიდან დღემდე

    ცუდ გრძნობებით ვივსებოდი

    მაგრამ დავიწყება მსურდა,

    ამ ამბავზე ვიცინოდი.

    უკვე დავიწყებული ხარ,

    ჩემს წარსულში დამალული,

    ახლა ვეძებ ცხოვრების არსს ,

    ჩემს ფიქრებში დაკარგული.

    ………………

    გავიდა წლები, ოჯახი გავიჩინე.

    მაგრამ გატეხილი გული

    დღემდე ვერ მოვირჩინე…

    15. ***

    მახსოვს ადრე მოვდიოდი

    მეგობართან ერთად ღამე.

    ერთად გვიყვარს სიარული

    ნეტა ვნახოთ კარგი რამე.

    ერთ სოფელში ვცხოვრობთ ჩვენა

    და მივედით ჩემთან სახლში .

    რომ  შევედით ლამაზ ბაღში.

    მოგვეგება ჩემი ძაღლი.

    16.***

    ვიცი, არ დამავიწყდება

    შენი კეთილი ღიმილი.

    ვიცი, სულ მემახსოვრება,

    შენი ნათელი თვალები.

    პატარა მე ვამბობდი:

    მარტო შენ მეყვარები,

    ახლა, მამა, სად გეძებო,

    ცაში სად მემალები?…

  • ფოტომოთხრობა

    ფოტომოთხრობა

    ერთი გასროლის ფასი

    ანდრია რუხაძე

    დადგა 1939  წელი. მსოფლიოში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. მაშინდელი სამბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას შეეხო იგი, მათ შორის საქართველოსაც. უამრავი ქართველი ვაჟკაცი გაიწვიეს ომში. თითქმის ოჯახი აღარ დარჩა, ერთი, ორი თუ მეტი შვილი არ გაემეტებინა სამშობლოს დასაცავად.

     ომი ჩვენს ოჯახსაც შეეხო. ქიტესაშვილების ოჯახიდან უფროსი ვაჟი-ვალერი- გაიწვიეს, უმცროსი- ზაქარია- მშობლებმა არ გაუშვეს, თუმცა თავად ისე უყვარდა სამშობლო და ისე ერჩოდა გული, რომ გაიპარა და ფრონტის წინა ხაზზეც  აღმოჩნდა.

    ერთ დღესაც ოცეული ხანგძლივი შეტაკების შემდეგ უსაფრთხო ადგილზე ისვენებდა, იარაღიც კი აყრილი ჰქონდათ და შეექცეოდნენ კონსერვირებულ საჭმელს. ზაქარია მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო. ადგილზე ვერ ისვენებდა, მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა. ამ დროს შეამჩნია, რომ გერმანელელი მზვერავი ჩასაფრებული იყო და იარაღს მის თანამებრძოლებს უმიზნებდა. ზაქარია არჩევნის წინაშე დადგა: ან უნდა მოეკლა და მეგობრები გადაერჩინა, ან განგაში უნდა აეტეხა. მაგრამ ამას ვერ მოასწრებდა, იქამდე გერმანელი რამდენიმე კაცს შეიწირავდა.

    სწორედ აღნიშნულ მომენტში ზაქარია დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. მას აქამდე დამიზნებით კაცი არ ჰყავდა მოკლული. ბიჭმა ფრთხილად გადმოიღო იარაღი და მტერს დაუმიზნა. ამ მომენტში სამიზნეზე დედის სახე დაუდგა, რომ გაესწროლა, დედის გამოსახულებას მოხვდებოდა. დიდი სულიერი ბრძოლები გადაიტანა, თვალები მოხუჭა და დედას შესთხოვა, მხარი დაეჭირა. მოწინააღმდეგე რომ არ გაენადგურებინა, ადამიანები დაიხოცებოდნენ. როგორც ჩანს, ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: როცა თვალები გაახილა და მტერი ხელახლა სამიზნეში ამოიღო, იქ დედა აღარსად ჩანდა. მან გამოჰკრა სასხლეტს თითი და ჩასაფრებულ მზვერავს თავში ესროლა. ისეთი შეგძნება დაეუფლა, თითქოს საუკუნე  გავიდა, არადა, ყველაფერი წამებში მოხდა. ოცეული გადარჩა. ეს ამბავი სტალინამდეც მივიდა და ერთ დღესაც,  როცა  ჯარისკაცები აკობში ისხდნენ, მეთაურმა გამოიძახა, ზაქარია თავად სტალინის წინაშე აღმოჩნდა. მან გაუღიმა, გმირობისთვის შეაქო და საკუთარი ხელით დაჰკიდა გულზე მედალი. წარმომიდგენია, რას გრძნობდა ამ დროს ბიჭი,       რომელმაც ბოლოდე ვერც კი გაიაზრა ის, რომ საკუთარი სიცოცხლე არ დაინანა სხვათა გადასარჩენად.

    უხმო სიმღერა

    ანდრია ბაღათურია

    როდესაც ის დაბრუნდა

    ანასტასია ხერგიანი

    მე კიდევ ვდარდობდი

    თამარ ქაფიანიძე

    მთელი სამყარო გამოკეტილია სახლში რადგან პანდემიაა, გავრცელებული არის ვირუსი. ახლა ზაფხულია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ სკოლაში სიარულის პერიოდი ზაფხულისგან რამით განსხვავდება, მაინც სახლში ვსხედვართ. მალე ჩემი დაბადების დღე მოვა, გეგმები ბევრი გვაქვს. თან დაბადების დღე მიხარია თან ის რომ ეგ ვირუსი მე და ჩემს ოჯახს ერთხელაც არ შეგვხებია. შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანები ვართ. გადის კვირა და ამ ღამეს თენდება ჩემი დაბადების დღე, უნდა მიხაროდეს, მაგრამ არ მიხარია, რაღაცნაირად ვარ, სუსტად და არაფრის თავი არ მაქვს, ექიმს იძახებენ და მეუბნებიან, რომ კორონა დამიდასტურდა. რა მაგარია, არადა ვიძახდი ეგ ჩვენ არ შეგვხებია თქო და შეგვეხო, თანაც ჩემ დაბადების დღეს. როგორც ვხვდებით ამ დაბადების დღეზე არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ სახლში ვისხედით ( იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად რამის თავი მქონდა). ამ ამბავმა გაიარა და დამავიწყდა კიდევაც ჩემი ‘უიღბლობა’, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ შემდეგ წელსაც პანდემია იყო და ისევ სახლში ვსხედვართ, ზაფხული ხელმეორედ ახლოვდება და მოუთმენლად ველი საკუთარ დაბადების დღეს, მაგრამ როგორც ჩანს ის მე იგივე სიხარულით არ მელოდა. ისევ იმ ვირუსმა შეგვიპყრო ჩემი დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე. მოკლედ რომ ვთქვა ვირუსმა ორი წლის განმავლობაში თავი არ დამანება. ამ ამბების მერე 5-4 წელი გავიდა და ჩემს ყოველ დაბადების დღესზე ეს მახსენდება, მაგრამ ამჯერად მეცინება, მაშინ კი ძალიან მწყინდა. რა უბრალო და ჩვეულებრივი რამ ყოფილა, მე კიდევ როგორ ვდარდობდი

    მართა ბერიძე

    დაუძლურებული ხელი

    ანდრია ბზეკალავა

    იოსებაშვილების საიდუმლო ციხე

    ნიკოლოზ ფიჩხაია

    ერთ პატარა სოფელში, მთების ძირში, ცხოვრობდა იოსებაშვილის ოჯახი. ოჯახში იყო ბებია, მშობლები და ორი ბავშვი – ნინო და ლუკა.

    ყოველ დილით ბებია მარიკა ადრიანად იღვიძებდა, თონეში პურს აცხობდა და მთელი ეზო სურნელით ივსებოდა. ნინო სკოლაში წასვლის წინ ყოველთვის ცდილობდა ბებიას დახმარებოდა, მაგრამ ბებია ეფერებოდა და ეუბნებოდა:
     შენ სწავლაზე იზრუნე, ბებო, ჩემი საქმე მე ვიცი.

    ლუკა ყველაზე პატარა იყო და მუდამ უცნაურ თავგადასავლებს იგონებდა. ერთხელ მეგობრებთან ერთად სოფლის ბოლოს პატარა ტყეში წავიდა და იქ „საიდუმლო ციხე“ ააშენა ტოტებითა და ქვებით. როცა მშობლებმა გაიგეს, ცოტა გაუბრაზდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინათ – ყველა ბავშვი ხომ ოცნებობს საკუთარ ციხესიმაგრეზე?

    მშობლები, გიორგი და თამარი, შრომისმოყვარე ადამიანები იყვნენ. მამა მეზობელ სოფელში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო დედა შინ საქონლის მოვლას და ყველის კეთებას ასწავლიდა შვილებს. ოჯახში ყოველთვის სიყვარული, სიხარული, ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა სუფევდა.

    ერთხელ ზაფხულში, როცა მთები მწვანედ შეიმოსა, იოსებაშვილებმა მთის კალთაზე გასეირნება და წახემსება გადაწყვიტეს. ყველანი ერთად, ბებიიდან დაწყებული ბავშვებით დამთავრებული, სიმღერას და ნავარდს შეუდგნენ. იმ დღეს ლუკამ თავისი „საიდუმლო ციხეც“ ყველას აჩვენა, და ნინომ პატარა ლექსიც წაიკითხა.

    იმ საღამოს ბებია მარიკამ თქვა:
    – ოჯახი, სადაც ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა და ერთგულება სუფევს, ყველაზე დიდი სიმდიდრეა. შეიძლება ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ თუმცა ჰყავდათ ერთმანეთი. მართალიც იყო, იოსებაშვილების ოჯახს შეიძლება არანაირი სიმდიდრე გააჩნდა, მაგრამ სინამდვილეში მათ ჰყავდათ ერთმანეთი.

    რა მარტივი რამაა…

    ბარბარე მანწკავა

    ოთახში ჩემი ხუთი წლის და შემოვიდა, ჩემკენ გამოექანა ქაღალდით ხელში და კაცუნას დახატვა მთხოვა. რა თქმა უნდა ჩემთვის უნდა ეთხოვა, ჩემნაირი უსაქმური ამ სახლში ხომ მეტი არავინაა?! მე უხალისოდ ავიღე ქაღალდი და რაღაცა მივუჯღაპნე, წესიერად ვერც მე მივხვდი რა იყო, მაგრამ ეკატო გახარებული და კმაყოფილი გამომეტყველებით გაბრუნდა მშობლების საძინებელ ოთახში. არადა ჩემგარდა კიდევ სამი მონა–მორჩილი ყავდა ეკას და მაინც და მაინც მე ამირჩია, მე კიდევ მაგის დრო მქონდა?! ხვალე სკოლა იწყებოდა, მეშვიდე კლასში გადავდიოდი, მათემატიკამ სამი ტონა დავალება მიგვცა, ზაფხულში არ გამხსენებია და ახლა მიწევს ყველაფრის წერა. ალბათ ყველაფერს მაინც ვერ მოვასწრებ.

    უკვე ძალიან დაგვიანდა. თვალები მეხუჭება და ნერვები მაქვს მოშლილი, რომ ამდენი მოგვცეს დავალება. ეკატო კიდევ ჩემს გარშემო დახტის და მექაქანება როგორ უხარია მოსამზადებელში შესვლა. განა მაგის დრო მაქვს?!  ეკას დავუყვირე, თავი მომაბეზრე მეთქი. სამწუხაროდ ამან ძალიან ცოტა ხნით იმოქმედა. დაიკო ისეთი ბავშვი არ იყო რომ ყოველ ხმის აწევაზე ტირილი მოერთო. ცოტა ხანში ისევ განაგრძო ტვინის შეჭმა. მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა ყვირილს და ჩხუბს, ამიტომ უბრალოდ წავედი დასაძინებლად და დავაიგნორე ის ფაქტი, რომ დავალებების დაახლოებით ათი პროცენტი გაუკეთებელი დამჩა.

    რომ ვთქვა, მეშვიდე კლასამდე ბეჯითად ვსწავლობდიო, მოგატყუებთ, მაგრამ ჩემი თავის და დედას წინაშე პირობა დავდე, რომ მეშვიდე კლასიდან ბეჯითად და მონდომებით ვისწავლიდი.

    გათენდა დილა. მე მეშვიდე კლასში გადავედი. ეკატოს გარდა მე კიდევ სამი და მყავს: ანასტასია, რომელიც ჩემზე ერთი წლით პატარა იყო და მეექვსეში გადავიდა, ქეთევანი, რომელიც ჩემზე ორი წლით დიდი იყო და მეცხრეში გადავიდა,  კიდევ კესარია რომელიც მეთორმეტეში გადავიდა. ყველანი ერთად, დედას და ეკატოს ჩათვლით, წავედით სკოლაში.

    რაც უფრო დიდი დრო გადიოდა სკოლის დაწყებიდან, მით უფრო რთულდებოდა პროგრამა და მით უფრო ბევრ დავალებებს გვაძლევდნენ. სკოლიდან უკვე დაღლილი მოვდიოდი და სახლში კიდევ დავალებები მელოდნენ! არადა ჩემს დებს საერთოდ არ ეტყობოდათ ეგეთი დაღლა მეცადინეობისგან, (ალბათ იმიტომ რომ ყველა, ჩემ გარდა, ბეჯითი იყო და მიჩვეულები არიან ბევრ მეცადინეობას) ეკატოს საერთოდ მგონი უფრო ბევრი დრო გაუჩნდა იმოსთვის, რომ მე ტვინი შემიჭამოს. ვერ ვხვდებოდი რატომ მოდიოდა ეკა მაინც და მაინც ჩემთან, თუმცა, ალბათ იმოტომ რომ ყველა დაკავებული იყო და დრო არავის ქონდა მასთან სათამაშოდ და მე ბავშვობაში განსაკუთრებულად ბევრ დროს ვატარებდი მასთან ერთად, მაგრამ ეგ დრო გავიდა, მე აღარ ვარ ისეთი უდარდელი როგორიც მაშინ ვიყავი და აღარ მაქვს იმდენი დრო, რომ მას ვეთამაშო.

    ერთხელ, კვირა დღით, როცა სამეცადინო როგორც იქნა აღარ მქონდა, დედასთან მივედი და საკმაოდ საჭირო თემაზე დავუჭყე საუბარი:                                               –დე, სალაპარაკო მაქვს და ძალიან გთხოვ მომისმინო.                                                                                   –რა იყო, ალექსანდრა?                                                                                                                                                 –ჩემი აზრით ეკატოს ძიძა სჭირდება.                                                                                                                    –განა? რისთვის?                                                                                                                                              –იმისთვის რომ ყოველ ჯერზე რომ მოსწყომდება მე აღარ შემაწუხოს…                                       სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული რომ დედას სიცილი აუტყდა.                                                       –დე, სერიოზულად ვამბობ! მეცადინეობაში მიშლის ხელს!                                                                                      დედა დამშვიდდა და მითხრა                                                                                                   –მომისმინე კესო! შენი დამსახურებაა, რომ ეკატო შენთან ასე კარგას გრძნიბს თავს. ცოტას თუ დაფიქრდები მიხვდები, რა ბედნიერება როცა უმცროს დაიკოს უხარია შენთან ყოფრა და შენს გვერდით კომფორტულად გრძნობს თავს. იცი, ზოგი და–ძმა საერთოდ ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. განა შენ ასეთი ურთიერთობა გინდა შენს დებთან? იცოდე, რომ როცა შენც და ეკატოც გაიძრდებით, შენთვითონ მოგინდება მასთან დროის გათარება და ამ ჯერზე ის შეგაქცევს ზურგს. ახლა კი წადი აქედან და ეთამაშე შენს დას, როგორც ვიდი დავალებები აღარ გაქვს.                                                             

    მთელი მისი ლაპარაკის განმავლობაში ვცდილობდი შემეწყვეთინებინა და თავის დასაცავად მეთქვა რამე, მაგრამ გამბედაობა არც ერთხელ არ მეყო. მე უბრალოდ უხმოდ ავდექი სავარძლიდან და წავედი ოთახში. შემდეგი რამდენიმე დღე, როცა სამეცადინოდ შევდიოდი ჩემს ოთახში უბრალოდ კარებს ვკეტავდი, მართალია ეკა გარედან მიბრახუნებდა და მეუბნებოდა გამიღეო მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მარტო იმ შემთხვევაში ვაღებდი თუ რომელიმე ჩემი უფროსი და, ან დედა მეტყოდა გამეღო მისთვის კარები, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ ეკა ოთახში შემოვიდოდა, მე  მას უბრალოდ ვაიგნორებდი და ისიც მალე გადიოდა ოთახიდან. რამდენიმე ხანი ასე გრძელდებოდა და მერე მან საერთოდ შეწყვიტა ჩემს ოთახში შემოსვლა. თავიდან ვფიქრობდი რომ ძლივს თავიდან მოვიშორე ის შეუგნებელი გოგონა, მაგრამ მერე, დრო და დრო ოთახიდან რომ გამოვდიოდი, ვხედავდი როგორ ეთამაშებოდნენ მორიგეობით ეკატოს ჩემი დები, კესარიაც კი, იმის და მიუხედავად რომ აბიტურიენტი იყო, მაინც ახერხებდა დღეში თხუთმეტი წუთის გამოყოფას. ამ სანახაობაზე სახეზე თბილი ღიმილი მეფინებოდა, მაგრამ ეს ღიმილი იმ წამსვე სადღაც გაქრებოდა როცა ეკატოს ვეკითხებოდი შეიძლება თუ არა მათთან ერთად თამაში და ის მპასუხობდა ეს თამაში მართო ორშიაო. რამდენიმეჯერ რომ განმეორდა ეს შემთხვევა და ეკატოც რომ აღარ შემოდიოდა ჩემთან ოთახში მივხვდი, რომ მასთან თამაშით არა მარტო მას არამედ ჩემს თავსაც ვართობდი, მეც მომწონდა ეკასთან თამაში. ასევე იმას მივხვდი რომ მარტოობაში ვერ ვმეცადინეობ, თავისებური გარემო იქმნებოდა როცა ეკა ჩემს მაგიდასთან იჯდა და თვალ–ყურს ადევნებდა იმას, თუ როგორ ვმეცადინეობდი და თვალს არ აშორებსა ჩემი ხელის მოძრაობას, მერე ქაღალდს და კალამს მომთხოვდა და ისიც ცდილობდა ჩემს ნაირად დაეწერა რამე, მე ყოველ ჯერზე მეცინებოდა როცა მის ასეთ დაუზარელ შრომას ვუყურებდი. ეს თავისებურ მოტივაციას მაძლევდა, მეც ისევე მემეცადინა როგორც ის მეცადინეობდა, ოღონდ ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ხდებოდა, მე ვერ ვიაზრებდი ამას.

    ერთხელ, შუა დღეზე, მე ადრე მოვრჩი დავალებებს და ეგრევე წავედი ეკასთან. ის თავიდან თითქოს მოღუშული მიყურებდა, მაგრამ რომ შევთავაზე თმაში, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ეგრევე ხალისიანად დამეთანხმა, ის არ იყო ისეთი ბავშვი რომელიც დიდი ხნით გაებუტებოდა ვინმეს. ამის შემდეგ მას ხშირად შეხვდებოდი ჩემს მსგიდასთან, რაღაცის ხატვით ან წერით გატაცებულს (სხვათაშორის საკმაოდ შეგნებული ბავშვია თუ სწორად დაელაპარაკე).  რა მარტივი რამ ყოფილა ამის გააზრება და მიხვედრა მე კი ყველაფერი როგორ გავაპრობლემე.

    დაკარგული გასაღების ამბავი

    ლიზი უხურგუნაშვილი

  • საშობაო ნოველები

    საშობაო ნოველები

    ჭაბუა ბაბ

    მართა ბერიძე

    შობის წინა დღეს თბილისის ქუჩებში რომ გაგევლოთ, გზად შეგხვდებოდნენ მოქეიფე კინტოები, გახარებული ბავშვები ცალ ხელში შაქარყინულით, მთელი წელი ასე მოუთმენლად რომ ელოდნენ. აუცილებლად გეცემოდათ ახლად გამომცხვარი საშობაო კვერებისა და ნაზუქების სუნი. განსაკუთრებულად მოგხვდებოდათ თვალში სირაჯები, ღვინით რომ ამარაგებდნენ ოჯახებს.შეძლებულებს სახლში საშობაო ნაძვი ედგათ, ღარიბებს კი მათივე გამოთლილი ჩიჩილაკი. უხაროდა ყველას: დიდს, პატარას, ღარიბს და მდიდარს.  ის საშობაო განწყობა, რომელიც ასე ამაღელვებელი იყო ყოველთვის, განსაკუთრებით იგრძნობოდა თეტრის კულისებში, სადაც ცნობილი მსახიობები ემზადებოდნენ მომდევნო საღამოს წარმოდგენისთვის. საინტერესო ის იყო ხოლმე, რომ ვინც არ ესწრებოდა ამ დადგმებს, მეორე დღეს მაინც წაიმღერებდა რომელიმე შესრულებულ სიმღერას, იმდენად მალე მოედებოდა ხოლმე ქალაქს.    წარმოდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ქალაქი იძინებდა და ქუჩებს მთვარის შუქი ანათებდა, გამოდიოდა ხოლმე მოხუცი ჭაბუა ბაბუ და მისი მეგობარი რვა წლის, ობოლი, უსახლკარო პაპუნა. ჭაბუა ბაბუს კიბე მოჰქონდა, ბიჭი კი ურიკას ეზიდებოდა, რომელშიც აფიშები ეწყო. აფიშებს წინა დღეებში ამზადებდნენ, წარწერას აწერდნენ და ხატავდნენ. ბაბუ და პაპუნა დაივლიდნენ ხოლმე ქუჩებს და იმ ადგილებში აკრავდნენ ამ აფიშებს, სადაც დღისით ბევრი ხალხი გროვდებოდა ხოლმე. ჭაბუა ბაბუ კიბეს იჭერდა, ბიჭი კი ადიოდა ხოლმე და აკრავდა და აკრავდა . საქმეს რომ მორჩებოდნენ, ჭაბუა ბაბუ ზურგზე მოისვამდა ხოლმე პაპუნას და ასე ბრუნდებოდნენ უკან. ბაბუ თეატრის უკან ცხოვრობდა, პატარა ქოხში და პაპუნაც თან მიჰყავდა ხოლმე, საწყალი ღამით რომ არ გაყინულიყო.

        ზუსტად ასე მოხდა შობის წინა დღესაც. დილით გამოღვიძებულ ქალაქს, სამზადისი რომ უნდა დაეწყოთ, დახვდათ ქუჩებში აფიშები, რომლებიც შობის ღამეს დაუვიწყარ წარმოდგენას იუწყებოდა გოლოვინის პროსპექტის თეატრში. მაშინ დაიწყო ბილეთებისა და მოსაწვევების გაცვლა-გამოცვლა, ტანისამოსის შერჩევა ხვალინდელი საღამოსათვის და რაღა თქმა უნდა, საშობაო სამზადისი.  ჭაბუა ბაბუს მთელი ღამე ჩაესმოდა თავში აბესალომის, ეთერის, ქეთოს, კოტეს და დონ კიხოტის ხმები, არ ასვენებდნენ მუშკეტერები და შორეული მეფეები, ესმოდა ჰამლეტის და მეფე ლირის, მაკბეტის, რომეოსა და ჯულიეტას მონოლოგები. ბაბუს ყველა ის დადგმა ახსოვდა თავიდან ბოლომდე, რაც კი თეატრში დადგმულა. ბაბუს გასამსჯელო იყო ხუთი მანეთი და მომდევნო სპექტაკლისა თუ ოპერის ბილეთი. ჭაბუა ბაბუსაც მეტი არაფერი უნდოდა. შეაპარებდა ხოლმე პაპუნას, კალთაში ჩაისვამდა და ერთად ეშვებოდნენ თეატრის სამყაროში, რომელიც ორივეს ასე ძალიან უყვარდა.

       უკვე შობა იყო, ოცდახუთი დეკემბერი. გარეთ ალილოს მსვლელობა და ეკლესიიდან გამოსული გალობის ხმა ისმოდა. წარმოდგენის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩებოდა. მსახიობები რეპეტიციობდნენ, სცენაზე დეკორაციები ეწყობოდა, განათებას აწესრიგებდნენ და ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა. ჭაბუა ბაბუმ საუკეთოსი სამოსი ჩამოიღო თაროდან და გამოეწყო, პაპუნასაც ჩამოუღო თავისი ბავშვობისდროინდელი სამოსი და ცოტა ხანში ორივე მზად იყო საღამოსთვის, რომელსაც მოუთმენლად ელოდა თბილისი.

      დეკემბერი ტიფლისში ცივი და სასტიკი გამოდგა, განსაკუთრებით შობა დღეს იყო სუსხი, რომელიც ასე ძალიან ატკივებდა ხოლმე ჭაბუა ბაბუს სახსრებს და სიარულში ხელს უშლიდა. მისი სახლიდან თეატრამდე დიდი არაფერი მანძილი იყო, მაგრამ ბაბუს იმ საღამოს ეჩვენებოდა წინ უშველებელი გზა, რომელიც თითქოს არასოდეს მთავრდებოდა. პაპუნას ხელი ჰქონდა ჭაბუა ბაბუს მკლავზე ჩაკიდებული და ეხმარებოდა სიარულში. გზა მართლაც გაეწელათ, ძალიან ნელა მოძრაობდნენ, არადა, სულ რაღაც ათი სახლის მოშორებით იყო თეატრი. გამვლელები მირბოდნენ, არ დავაგვიანოთო, უკვე დარეკილიყო ორი ზარი, ბაბუ და პაპუნა კი ჯერ კიდევ შორს იყვნენ. ჭაბუამ რომ მესამედ გაიგო ზარის ხმა, გაჩერდა და პაპუნას უთხრა:

    -მაპატიე ბიჭო, მცივა და ვერ დავდივარ. იქ რომ ავალთ, დასრულდება უკვე ალბათ, თანაც ხომ იცი, უკვე დაწყებულზე არ უშვებენ ხალხს.მიდი, რაც შეგიძლია სწრაფად გაიქეცი , შენ შედი და უყურე.

    პაპუნა სწრაფად გაიქცა და მალე მოშორდა ჭაბუა ბაბუს თვალს. მან კი გააგრძელა ნელა -ნელა სიარული ყინვაში.

       როგორც იქნა, მივიდა. თეატრის ეზოში ბევრი ხალხი იყო მოგროვილი, მაგრამ როგორც მათი აღტაცებული საუბრიდან გამომდინარეობდა, უკვე დამთავრებულიყო წარმოდგნა. ჭაბუა მაინც შევიდა თეატრში და გათბა, ამოისუნთქა. იქვე, ბილეთების გამყიდველი მზია იჯდა. ჭაბუა ბაბუს გუკვირდა, მზია დასრულებისთანავე მიდიოდა ხოლმე სახლში, მაგრამ ახლა სახლში წასასვლელად გამზადებულის არაფერი ეტყობოდა.

    -ჭაბუა, ჭაბუა სად იყავი ჰა? გილოცავ შობას, გილოცავ!   – მხიარული ხმით შეეგება მზია ბაბუს.

    -მეც გილოცავთ მზია, გმადლობთ. – თბილი ხმით მიუგო ჭაბუამ

    -დამთავრდა ალბათ, პაპუნას დაველოდები და წავალთ. მაგან მაინც ხომ უყურა , არა?  –   სევდიანი ხმით თქვა ჭაბუა ბაბუმ.

    -მოიცა მოიცა, ადი აბა დარბაზში.

    ჭაბუა ბაბუს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ რატომ, წარმოდგენა ხომ უკვე დამთავრებულიყო, ისღა დარჩენოდა, ბიჭს დალოდებოდა და მისგან მოესმინა შთაბეჭდილება. მაგრამ მაინც უჩვეულო სისწრაფით ავარდა კიბეზე. დარბაზის კართან, დაცვა შეეგება, მიბრძანდით და ადგილი დაიკავეთო. შიგნით შესულს დახვდა სიბნელე, მაგრამ სკამები მაინც ჩანდა. უკვირდა, უკვე დამთავრებულა და რა მინდა აქო, წავალ, პაპუნა ეტყობა გარეთ მიცდისო. უკვე დარბაზიდან გასვლას აპირებდა, რომ პაპუნას ხმა შემოესმა შუა სკამებიდან, მოდი, ჭაბუა ბაბუ, მოდიო. ბაბუს გაკვირვებისაგან რა ექნა, არ იცოდა. მივიდა პაპუნასთან და ჩაისვა კალთაში, ისე როგორც ყოველთვის. ბიჭს ჩასჩურჩულა, მოუსწარიო? ბიჭმა თავი გააქნია და უთხრა, მოიცადე ცოტა ხანსო. უეცრად ფარდა გაიწია, სიბნელეში მიმალულმა ორკესტრმა დაკვრა დაიწყო , გამოვიდნენ სცენაზე მსახიობები და დაიწყეს თამაში. ჭაბუა ბაბუს ცრემლი მოადგა, პაპუნას ხელი მოხვია და გადაეშვა იმ თეატრის სიღრმეში, სადაც დაკარგვისა არასოდეს აშინებდა. ეს იყო პირადი წარმოდგენა ჭაბუა ბაბუსთვისა და პაპუნასათვის.

       ეს მოხდა შობას, ეს მოხდა დღეს, როდესაც სასწაულები ხდება. არავინ არ იყო მაშინ მთელს ქალაქში, მხოლოდ ჭაბუა ბაბუ, პატარა ბიჭი პაპუნა, და თეატრი, რომლისთვისაც ჭაბუა ბაბუმ მთელი ცხოვრება იმუშავა, ეს იყო თეატრი, რომელმაც ჭაბუას ცხოვრება გაულამაზა, თეატრი, სადაც ჭაბუა ბაბუმ ცხოვრების საუკეთესო საათები გაატარა. და დიახ, ეს იყო თეატრი, სადაც ჭაბუამ მისი საუკეთესო შობა გაატარა და იწამა, რომ სასწაულები ხდება, კარგი ადამიანები, ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები კი არიან ისინი, ვინც გვჩუქნის ჩვენ ბედნიერ მოგონებებს.                                                                                                           

    შობის საჩუქარი

    თამარ ქაფიანიძე

    ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ შობის მთავარი ნაწილი საჩუქრებია და მხოლოდ ამისთვის ვუყურებდი საათს და ვითვლიდი ყოველ წამს შობამდე, მაგრამ წელს რაღაც შეიცვალა და სხვა გრძნობა დამეუფლა.

    დილას ადრე გამეღვიძა, მიუხედავად იმისა, რომ  გუშინ ვერაფრით ვერ დავიძინე. ბებო ცომს ზელდა და რომ ვკითხე, რას აკეთებდა- ხაჭაპურებსო,- მიპასუხა. სიმართლე, რომ ვთქვა, ხაჭაპური ცოტათი მომბეზრდა, კი, რა თქმა უნდა, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური სულ სხვა არის, მაგრამ ზოგადად ხაჭაპური აღარ მინდა. ადრე ჩემი საყვარელი საჭმელი ეს იყო, ახლა არ ვიცი, რა არის. დედა და მამა დილას არ დამხვდნენ, უკვე აღარც ვკითხულობ, სად არიან, რადგან ვიცი, რომ მუშაობენ. ისე არ მესმის, როგორ შეგიძლია ადამიანი შობის დღესასწაულზეც არ დაასვენო, წესით, შობის მერე ისვენებენ ერთი კვირა, მაგრამ ვინ იცის, დრო ექნებათ თუ არა ჩემთვის. საქმე არ მქონდა და არ ვიცოდი, რა მექნა, ჯერ ტელეფონში ვიყავი, მერე ცოტა წავიკითხე და ისევ ტელეფონში ჩავძვერი.მინდოდა, რამე სასარგებლო გამეკეთებინა, რადგან ტელეფონში ჯდომაც კი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ამიტომ ხატვა დავიწყე. მინდოდა, დამეხატა ის, რასაც ვგრძნობდი, ამიტომ ამოვიღე საღებავები და შევუდექი საქმეს. რა თქმა უნდა, ათი წუთიც არ გასულა, ჩემი ძმა რომ მომადგა, ვთხოვდი, გადი-მეთქი, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, შენთან ერთად მინდა ხატვაო. ვუყვიროდი, მირტყამდა, ამასობაში კი წყალი დაღვარა, რომელშიც ფუნჯები მეწყო. ბებომ ეს გაიგო და ჩხუბი მე დამიწყო.

    -ნიკოლოზ, რომ დაეხატა შენთან ერთად, რა მოგივიდოდა?! აუცილებელია ბებო აწვალო, ეს ხომ ჩემი ასაწმენდია.

    ეს სიტყვები რომ გავიგე, გავმწარდი, ტონი ავტომატურად მეწეოდა და ვერ ვამჩნევდი ბებოს როგორ ვუყვიროდი:

    -კიდევ მე მეჩხუბებით?! ძლივს იმას ვაკეთებდი რაც მომწონდა, ჩემმა ძმამ ყველაფერი ამირია და მე ვარ დამნაშავე?!

    -უბრალოდ გვერდით მოგესვა და ერთად გეხატათ, არც მე არ მექნებოდა ახლა ზედმეტი საქმე და თქვენც ერთად იქნებოდით. დავიღალე, დილიდან არ გავჩერებულვარ.- თქვა ბებომ და მოწყენილი სახით დაიწყო მოსმენა.

    როცა ვუყურებდი ბებოს სახეს, გული მტკიოდა,რადგან ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი, ეს სიჩუმე კიდევ მკლავდა, რამენაირად უნდა შემწყდარიყო.

    -მე, რომ დავიღალე მაგას ვინმე ამჩნევს?!- დავიყვირე მე.

    -რითი დაიღალე?! ტელეფონიდან თავი არ ამოგიწევია.

    -მარტო ტელეფონში ვიყავი?! და წიგნს, რომ ვკითხულობდი, ეგ ვინმემ შეამჩნია?! საერთოდ, ვინმემ შემიმჩნია?! მთელი დღეა საქმე არ მაქვს, დედა და მამა ისევ მუშაობენ და შენ მე მიყვირი!

    ბებოს არც შევხედე, ისე გავვარდი საძინებელ ოთახში და ისევ ტელეფონი ავიღე, ვიცოდი, რომ მართალი არ ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, თითქოს სხეული მეწინააღმდეგებოდა, რომ ავმდგარიყავი და ბოდიში მომეხადა.

     მოსაღამოვდა, დედა და მამა დაბრუნდნენ, სუფრა გაშლილიიყო და ყველა შემოვუსხედით. ხელში ტელეფონი მეჭირა, მაგრამ არ ვუყურებდი, ვფიქრობდი, თუ რატომ არ ვიკრიბებით ხოლმე ასე ხშირად ოჯახი და ვიაზრებ, რომ ახლა, როცა ყველა ერთად ვართ, მე თავს კარგად ვგრძნობ, აღარ მაქვს ის გაუგებარი გრძნობა, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ხვალ ის გრძნობა ისევ გამიჩნდება და აღარ გამიქრება.

    ყველა ლაპარაკობს თუ როგორ გაატარა თავისი დღე, დედა ჩემს ძმას ელაპარაკება და ვხვდები, რომ მინდა მეც ჩავერთო. მეც მინდა, დედას მოვუყე, რა მოხდა, მეც მინდა, მამას მოვუსმინო და გავიგო, ამჯერად ვის რა მოუვიდა სტადიონზე, მაგრამ ისევ სხეული მეწინააღმდეგება. ტელეფონს ხელს ვერ ვუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ მინდა, რომ მოვისროლო ფანჯრიდან. ყველაფერი, რაც მოხდა, ზუსტად მისი ბრალია.

    საჩუქრები გავხსენით და მე ისევ ტელეფონში ვარ, დედა მიყურებს და მთხოვს, რომ გადავდო, აქ ბებო ჩაერთო და დაიწყო ლაპარაკი, რომ მთელი დღეა ხელიდან არ გამიგდია. ნერვები მომეშალა და დასაძინებლად წავედი. ლოგინში დავწექი და დაწოლის წინ ღმერთს ვეუბნებოდი:

    -ღმერთო, გთხოვ, მითხარი, რა დავუშავე ჩემს ოჯახს?! რატომ არ შეგვიძლია ყოველ დღე ერთად ყოფნა და რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთის დაფასება?!

    ეს სიტყვები რომ ვთქვი, თითქოს ხუთ წუთში დამეძინა და ვნახე სიზმარი. სიზმარში ყველაფერი ნათლად ჩანდა და ისმოდა, ვხედავ, თუ როგორ დგება ბებიაჩემი დილის ექვს საათზე და აბობს, რომ ჩემს ნიკოს ხაჭაპურები უნდა გავუკეთოო, სირცხვილის გრძნობა მაწვებოდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მერე ვხედავ, რომ დედა და მამა სულაც არ იყვნენ სამუშაოზე წასულნი, არამედ საჩუქრებს ყიდულობდნენ ჩვენთის. ვხედავ, როგორ არ ეძინა დედას წინა ღამით, ზუსტად ჩემსავით, მაგრამ მერე ვიაზრებ, რომ ჩემ გამო არ ეძინა. ის ჩემს დაძინებას ცდილობდა, ამიტომ ღამე გაუთენებია. ვხედავ, როგორ მუშაობენ მშობლები და იმასაც ვხედავ, რომ მათ ეს სულაც არ ეხალისებათ. ვხედავ ჩემს ძმას, რომელიც მთელი დღეა ჩემსავით მოწყენილი და უსაქმურია და როგორ უხარია, როცა ჩემ გვერდით ჯდება, ამ მომენტში გამეღვიძა და ვხვდები, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო.

    თუ მინდა, რომ ოჯახმა უფრო დიდი დრო დავუთმოთ ერთმანეთს, მაშინ მეც უნდა ვქნა რამე. დილას ბებოს დავეხმარე და მის თვალებში მადლიერება დავინახე, მერე ძმას ვეთამაშე და მასთან ერთად ვხატე, ხოლო ბოლოს ეს ყველაფერი გამოძინებულ დედას მოვუყევი. საღამოს მამასთან ერთადაც კი გავისეირნე. ამას ვთვლიდი მე ჩემს შობის ნამდვილ საჩუქრად.

    ხანდახან საკუთარ სხეულს უნდა შეეწინააღმდეგო, რადგან სხვანაირად არაფერი არ გამოგივა.

    საშობაო ამბავი

    ბარბარე მანწკავა

    ალბათ 15 წლის ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, თინეიჯერი ვიყავი და თავი უკვე ძალიან დიდი მეგონა.

    შობა ახლოვდებოდა. მე, რა თქმა უნდა, ამ შობის გატარება ჩემს მეგობრებთან მინდოდა, როგორც შეეფერება უკვე დიდ გოგოებს. სამწუხაროდ, იმ დროს ვერ ვხვდებიდი, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით შობა დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. მშობლები და უფროსი დაიკო მარწმუნებდნენ, რომ შობას მათთნ ერთად შევხვედროდი და მეგობრებთან ერთად სხვა დროს გავსულიყავი. მე ეგრევე ერთი ამბავი ავტეხე, რა თქვენი გადასაწყვეტია, მე ვისთან ერთად გავატარებ შობას-მეთქი. არადა, არ ვიყავი რთული ხასიათის გოგო, უბრალოდ, იმ დროს რაღაცა მეტაკა და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, შობა ჩემს კლასელებთან ერთად გამეტარებინა.  ჩავიკეტე  ჩემს ოთახში და ყველა ჩემს გოგო კლასელს ჩამოვურეკე. კარგად მახსოვს, ყველას პასუხი რომ შევიტყვე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ყველამ მიპასუხა, რომ მშობლებთან ერთად უნდოდათ შობის გატარება. ახლა კი ვხვდები, ასე რატომ მიპასუხეს, მაგრამ მაშინ ამას ვერაფრით ვერ ვხვდებოდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი კლასიდან მხოლოდ მე შემეძლო გართობა და დროს ტარება. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი სხვა, ერთ–ერთი უახლოესი მეგობარისთვის, ტასოსთვის დამერეკა. თავიდან არ მითქვამს, რომ მოდი, შობა ერთად გავატაროთ-მეთქი, უბრალოდ, ვესაუბრებოდი და როცა უკვე სასაუბრო თემა ამოგვეწურა, ვკითხე:

    – ხომ არ გინდა შობა ერთად გავატაროთ.

    ტასო დამთანხმდა და მე, რასაკვირველია , ძალიან გამიხარდა. შევთანხმდით, რომ ათზე მის სახლთან შევხვედრილიყავით.

    შობამდე ორი დღე იყო დარჩენილი და მე ვფიქრობდი, იქამდე რა მოიცდის-მეთქი. ოთახიდან არც გავსულვარ ეგრევე დავწექი დასაძინებლად. მე რა ვიცოდი, რომ უძილო ღამე მელოდა! თვალი ვერ დავხუჭე! მთელი ღამე ჩემდაუნებურად მახსენდებიდა წინა შობები, ყველა ოჯახთან ერთად იყო გატარებული. თვალზე ცრემლი მომადგა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვფიქრობდი, რაში დავხარჯე დრო, არამედ იმიტომ, რომ გასული დღეები, უფრო სწორედ გასული შობები მენატრებიდა. მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო, ტასოც დაპატიჟებული მყავდა და თან იხტიბარის გატეხა არ მინდოდა. თავს ვიმშვიდებდი: არა უშავს, ახლაც გავერთობი-მეთქი, მაგრამ ჩემი თავი სხვა რამეს მიმტკიცებდა, ჩემი საკუთარი ფიქრები ჩემს წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ვერ ვიძინებდი, არადა მეძინებოდა, ვგრძნობდი ჩემი ფიქრებივით მძიმე ქუთუთოებს, თვალების დახუჭვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვხუჭავდი. ყველაფერი ამაო იყო, რამდენიც არ უნდა მეცადა დამშვიდება, ჩემი ფიქრები მაინც მიტევდნენ და მიტევდნენ. მშობლებისადმი ბრაზი ნელ–ნელა ჩაქრა, მაგრამ ახლა ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რა ქენი-მეთქი. მთელი ღამე ამ ბნელ ფიქრებთან ერთად გავატარე, მეგონა, წყვდიადში ვიყავი ჩაფლული და ეს წყვდიადი მარტო ერთ რაღაცას შეეძლო გაეფანტა, სამწუხაროდ, იმ დროს ვერ ვხვდებოდი ეგ ერთი რაღაცა რა იყო. ბოლოს და ბოლოს გათენდა. იმ წუთში მერჩივნა, რომ ღამე ყოფილიყო, რადგან ახლა ოთახიდან გასვლა მომიწევდა და ამის გაკეთება საშინლად არ მინდოდა იმიტომ, რომ ვაცნობიერებდი ჩემს დანაშაულს და უბრალოდ აღიარების მცხვენიდა. მაგრამ ადამიანი დროს ვერაფერს ვერ უზამს და ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს იმის გაკეთება, რაც არ გინდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. რასაკვირველია, ძალიან მომშივდა და მომიწია სამზარეულოში გასვლა, ოღონდ გასვლამდე დაახლოებით ოცი წუთი ფსიქოლოგიურ მომზადებას მოვანდომე. ოთახიდან რომ გავედი, დერეფანი სწრაფად გავირბინე და სამზარეულოში შევიჭყიტე, ჩემდა საბედნიეროდ, იქ არავინ იყო. ძალიან სწრაფად მოვკრიფე საჭმელი, ისევ ელვის სისწრაფით გავვარდი ჩემს ოთახში და ჭამა დავიწყე, ვცდილობდი, რომ ჩემი მწუხარება საჭმლით დამევიწყებინა. ისე მოხდა, რომ ჩამეძინა, თანვერც შევამჩნიე, ისე. დედას ხმამ გამაღვიძა, მეძახდა, მოდი, საჭმელი ჭამეო. მე ვუპასუხე, არ მშია-მეთქი, დედამ ეგრევე თავი დამანება, რადგან იცოდა , რომ გუშინდელი საღამოს შემდეგ ნერვები მქონდა მოშლილი.

    მთელი დღე ოთახში გავატარე. დროდადრო სამზარეულოდან მესმოდა სიცილის ხმები და ვფიქრობდი, ალბათ საჭმელს ამზადებენ-მეთქი, მე, დედა და ნინო (ჩემი უფროსი და) ხომ სულ ერთად ვამზადებდით საჭმელს შობის წინა ღამეს. ჩემმა მოგონებებმა ისევ მოიმარჯვეს ფარ–ხმალი ჩემ წინააღმდეგ, ისევ გამახსენდა გასული შობა, ისევ მომადგა ცემლი თვალზე, ისევ ჩავეფალი ტკბილ–მწარე მოგონებებში. ასე ვიჯექი და ყურს ვუგდებდი ჩემს ავ ფიქრებს და აზრებს. საბედნიეროდ , ჩემი შინაგანი ბრძოლა დედის ხმამ შეაჩერა. ‘შეიძლება შემოვიდე?-მეკითხებოდა ტკბილი ხმით. მე სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და „კი-“ვუპასუხე. ის შემოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა საწოლზე. ვცდილობდი, რომ მშვიდი სახე შემენარჩუნებინა, მაგრამ დედას რას გამოაპარებ? შეამჩნია, რომ რაღაც მაწუხებდა. ‘რა იყო ძვირფასო, რამე მოხდა?’-მკითხა უნაზესი ხმით, წუთით შვება ვიგრძენი და გულიც თითქოს დავიმშვიდე, მაგრამ მე ამ მდგომარეობაში როგორ გადავდგამდი სწორ ნაბიჯს?! ვუპასუხე, რომ არაფერი არ მჭირს და ყველაფერი კარგადაა. სწორედ ამ პასუხის შემდეგ მოხდა საშინელება. ‘აბა, რა გადაწყვიტე, ვისთან ერთად გაატარებ შობას?’. ყველაზე მეტად ის მინდოდა ,რომ დედას ეს კითხვა არ დაესვა, მაგრამ მან სწორედ ეს მკითხა. რა უნდა მექნა?  როგორ უნდა მოვქცეულიყავი? რა უნდა მეპასუხა? მე ძალიან მინდოდა ოჯახთნ ერთად გამეტარებინა ეს შობა, მაგრამ, მე ხომ უკვე დავპატიჟე ტასო. ალბათ ნებისმიერი დედას მინდობილი ადამიანი ყველაფერს აუხსნიდა და თავის გულისტკივილს ეტყოდა. ოღონდ მე არა! მე ისევ სისულელე ჩავიდინე და ვუთხარი, რომ მე და ტასო ერთად გავალთ-მეთქი. შევამჩნიე, როგორ დაუწვა ამ პასუხმა დედას გული, თვითონ ეს არ შეიმჩნია, მაგრამ მეც ვერაფერს გამომაპარებ, თუ დედას ან მამას რამე აწუხებს, მე აუცილებლად შევამჩნევ. დედამ უბრალოდ მითხრა, კაი, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეციო და ოთახიდან გავიდა. მართალი რომ ვთქვა, ჩემმა პასუხმა მეც დამიწვა გულო.

    აგერ ათის ნახევარიც მოვიდა, ჩემი გასვლის დრო, საწოლიდან მკვდარივით წამოვდექი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, ყველა სამზარეულოში იყო, როგორც ჩანს ჯერაც არ დაემთავრებინათ მზადება. არ მინდოდა იქ შევსულიყავი და მეთქვა, რომ წავედი ნახვამდის, ამიტომ ისე გავედი სახლიდან, რომ არავინ გამიფრთხილებია.

    მთელი გზა ვფიქრობდი: რა მაგარი იქნებოდა თავის დროზე ერთი ამბავი არ ამეტეხა, ახლა ხომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნებოდი, ხომ მივიღებდი მონაწილეობას საჭმლის მზადებაში, ხომ გავერთობოდი მთელი გულით. ვერც კი შევამჩნიე, ისე მივაღწიე ჩემი მეგობრის სახლამდე. ტასო უკვე ეზოში იდგა და მელოდებოდა. შევეცადე, რომ გამეღიმა და დამემალა ეს ჩემი მოწყელინი ხასიათი, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ მგონი, ასე თუ ისე შევძელი. ტასოს რომ მივუახლოვდი, გადავეხვიე და ერთად გავცილდით მის სახლს.

    გზაში ვიცინოდით, მაგრამ მე საშინლად არ მინდოდა სიცილი, ვმხიარულობდით, მაგრამ მე საერთოდ არ მქონდა მხიარულობის თავი, ბოლოს რაღაც პატარა კაფეში შევედით. ამ დროს უკვე თერთმეტი იყო. ტასო რაღაცებს მიყვებოდა, მაგრამ მე საერთოდ არ ვუსმენდი, მე მარტო ერთი რამ მინდოდა, ჩემს სახლში ყოფნა. მერე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გონება გამინათდა, ასე დროის დახარჯვას არ ჯობია, ეს მომენტი მაინც შევირგო? ბოლოს და ბოლოს, შობა ახლოვდება!

    სამწუხაროდ, ტასო იმ მომენტში რას მიყვებოდა, ვერ გავიგე, თითქმის ბოლოში იყო გასული მე რომ გამოვფხიზლდი. ამბავს რომ მორჩა, მე დავიწყე რაღაცის მოყოლა. ასე გავატარეთ დრო თორმეტამდე. მერე გარეთ გავედით და თორმეტი საათი რომ გახდა, ერთმანეთს შობა მივულოცეთ, მერე ფეირვერკებს ვუყურებდით და ცხელ შოკოლადს ვსვამდით. დაახლოებით ორის ნახევრისთვის დავიშალეთ და მე სახლში ორისთვის დავბრუნდი. ყველას ეძინა, მე ჩუმად შევედი ჩემს ოთახში და დავწექი. კარგა დიდი ხანი იმაზე ვფიქრობდი , რა სისულელეზე ავტეხე ერთი ამბავი. რის გამო ვნერვიულობდი ასე ძალიან?! ასეთ… არც კი ვიცი როგორი სახელი დავარქვა ამ ფიქრებს, ავი თუ კარგი. თან თავს ვიტუქსავდი და თან, რაღაც მხრივ თავს ვიმშვიდებდი კიდეც. მოდით, ასე ვიტყვი, ასეთ ავ–კარგ ფიქრებში გავატარე დაახლოებით სამი საათი, მერე კი ჩამეძინა.

    დილით მე ყველაზე გვიან გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე, მისაღები ოთახიდან უკვე ჟრიამული ისმოდა. სწრაფად ჩავიცვი ტანზე და ოთახიდან გავედი. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რა ლამაზად იყო მორთული ჩვენი სახლი. მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე უსაყვარლესი საშობაო სათამაშოები იდო, პიანინოს გვერდით ნაძვის ხე იდგა და ზედ შუშის და ზოგი პლასმასის ულამაზესი სათამაშოები ეკიდა, ნაძვის ხეს ასევე სხვადასხვა ფერის, ციმციმა ნათურები ეხვია, თავად პიანინოს სათამაშო თოვლის ბაბუ, მინიატურული ნაძვის ხე და სხვადასხვა ზომის და ფორმის საშობაო ნაქარგები ამშვენებდნენ. როგორც ჩანს, გუშინ ღამით რომ დავბრუნდი, სიბნელის გამო ვერ შევამჩნიე ეს დეკორაციები. რაც ყველაზე გასაკვირია, ეს სათამაშოები და ფიგურები ადრეც მაქვს ნანახი, მაგრამ წელს ისინი რაღაც განსაკუთრებულად მომეჩვენა.

    ოთახში შესვლისთანავე დავინახე, როგორ სანსლავდა ჩემი დაიკო შოკოლადის ბურთულებს. მანაც რომ დამინახ, ლუკმა გადაყლაპა და შობა თბილად მომილოცა. დივანზე მამა იჯდა მანაც დანახვისთანავე მომილოცა შობა, თავისთან მომიხმო და თავისი წვეტიანი ტუჩებით შუბლზე მაკოცა. მე დრო არ დამიკარგავს და ჩემს დას მივეშველე შოკოლადის ბურთულების ჭამაში. ოთახში, ცოტა ხანში, დედა შემოვიდა და მე რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და გულში თბილად ჩამიკრა, მეც საპასუხოდ შემოვხვიე წელზე ხელები და ყურში ჩავრჩულე, ‘გილოცავ შობას!’.

    საშობაო ამბავი

    ელენე ბახტაძე

    ნინა ერთ მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა მის მშობლებთან და ძმასთან ერთად,
    უკვე დეკემბერი დამდგარიყო და ნინას კლასში ყველა იმაზე ლაპარაკობდა თუ რას აბარებდნენ თოვლის ბაბუას საახალწლოდ,მაგრამ ნინა არასდროს გამოირჩეოდა ახალი წლის სიხარულით და არც სჯეროდა თოვლის ბაბუის, როცა ეკითხებოდნენ თუ რატომ არ უნდოდა არაფერი ახალ წელს, ის სულ პასუხობდა,რომ უკვე ყველაფერი ჰქონდა მას რაც უნდოდა რადგან მისი მშობლები მდიდრები იყვნენ და ყველაფერს ყიდულობდნენ . ნინას ერთი ღარიბი კლასელი, სახელად ანა ჰყავდა, მას გაჭირვებული ოჯახი ჰყავდა და შესაბამისად ახალ წელსაც არაფერს ისეთს არ ელოდებოდა, მხოლოდ ერთი ვარდისფერი აბადოკი და საახალწლო წინდები უნდოდა. ნინას არასოდეს უმეგობრია ანასთან და საერთოდ არც იცოდა რომ ღარიბი იყო.
    ნინას მშობლები ერთ დიდ კომპანიაში მუშაობდნენ სადაც ყველა თანამშრომელი ყოველ წელს საახალწლოდ გაჭირვებულებს ეხმარებოდა. წელს იმ უბნის ბავშვებს ეხმარებოდნენ სადაც ანა ცხოვრობდა და ნინა მშობლებმა იძულებით ძლივს წაიყვანეს მათთან ერთან. ნინას არაფერი აინტერესებდა, არც სწავლა, არც ახალი წელი, არც გაჭირვებულების დახმარება არ უნდოდა. უკვე 28 დეკემბერი დამდგარიყო და ამ სიკეთის გაკეთების დღეც დადგა. ნინა უჟმურ ხასიათზე იყო და ბუზღუნებდა ყველა დეტალზე, თითქმის მოსაღამოვებულიყო, ბევრ ხალხს დაეხმარნენ და ძლივს ანას სახლს მიადგნენ, კარი ანას დედამ გააღო,პატარა სახლი ჰქონდათ და ყველა ერთ ოთახში დამსხდარიყვნენ იატაკზე და ღუმელთან თბებოდნენ, თან საახალწლო ისტორიებს ყვებოდნენ. ნინამ უეცერად იცნო მისი კლასელი და გაშტერებული აიტუზა კედელთან, სანამ მისი მშობლები ოჯახს კამფეტებს ურიგებდნენ ანა სიხარულით შეეგება გოგონას, ნინას უეცრად სიბრალულის გრძნობამ გაუელვა და მან ჯიბიდან ის საყურეები ამოიღო რომლებიც ძალიან მოსწონდა მაგრამ ანასთვის უფრო ემეტებოდა და ანას აჩუქა, ანა გახარებული გაიქცა დედასთან და შეეგება გაბადრული სახით. ნინას წასვლის დროც დადგა და ის ღიმილით გამოემშვიდობა ანას და როცა სახლში მიდიოდა შემდეგ მიხვდა, რომ მდიდრულ ნივთებზე მეტად, სხვისი დახმარებით გამოწვეული ბედნიერების გრძნობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.

    შობის ღამე

    საბა ორბელაძე

    ერთ შობის ღამეს გიო მარტო იყო სახლში. არავინ მიდიოდა მასთან. ახლობლებსაც დრო არ ჰქონდათ, ამიტომაც გიომ მოიწყინა. გავიდა გარეთ სევდიანი. სიარულის დროს ჩაუარა სახლს, რომელიც სავსე იყო ხალხით.  უფრო სევდიანი გახდა და უფრო  და უფრო შეეზიზღა შობა. გაიარა ერთი ქუჩა, გაიარა მეორე ქუჩა  და ამ ქუჩაზე დაინახა მოხუცი ქალი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა ჩანთების  ატანაში.  გიორგი მივიდა და დაეხმარა, მოხუცმა ქალმა  მადლობა გადაუხადა და გიორგის უთხრა: მოდი, შვილო, მე შენსავით მარტო ვარ ამ შობა ღამით. გიორგიმ უთხრა, რომ შობა არ უყვარდა და არსად წასვლას  აპირებდა, მაგრამ ამ მოხუცი ქალის დამზადებული ხაჭაპურის სუნმა შეიტყუა  და დათანხმდა. შესვლისას გიორგიმ დაინახა დიდი სუფრა და გაუკვირდა:

    -რატომ არავინ მოვიდა… თან ეს მოხუცი ქალი მგონი  საკმაოდ მდიდარია -გაიფიქრა გიომ , მართალიც აღმოჩნდა,  ეს მოხუცი ქალი მართლაც მდიდარი იყო, მაგრამ ეს უკვირდა გიოს, თუ მდიდარია, ხალს რატომ არ უნდა მისვლა მასთან?  ჯერ გიორგის რცხვენოდა შეკითხვის დასმა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და დაუსვა შეკითხვა ,თუ რატომ არ არის ხალხი , მოხუცმა ქალმა კი უპასუხა:  რადგან მდიდარი ვარ, ხალხს ფულის გამო უნდა ჩემთან. ამიტომაც  ვუთხარი, რომ ფული არ მაქვს და ვერ ვეპატიჟები.

    დასხდნენ გიო და მოხუცი ქალი სუფრასთან, დაიწყეს ლაპარაკი თავიანთ ცხოვრებაზე. ბოლოს  გიომ სახლში წასვლა დააპირა . წასვლისას მოხუცმა მადლობა გადაუხადა გიოს სასიამოვნო და გულთბილი საუბრისთვის.   გიომაც მადლობა გადაუხადა მას მასპინძლობისთვის. სახლში როცა მივიდა, გიორგი დაწვა და ღიმილით დაიძინა. სევდა სადღაც გამქრალიყო.

    ჩემი საშობაო საჩუქარი

    მარიამ სმოევი

    იხილეთ ბმულზე: https://www.canva.com/design/DAGcr2II010/LqHMK0PxnGxRkpGbHn_7ew/edit

  • ეს გაზაფხულიც მოვა…

    ეს გაზაფხულიც მოვა…

    სუსხიანი ზამთარი. დრო ყინვისა და სევდისა. ხეები მთებს მისტირიან, მთები-მინდვრებს, მინდვრები- ყვავილებს.

    ყველა ერთმანეთს დასტირის, არ არის სიცილი, აღარ ხარობენ ყვავილები, ხეები ვეღარ ეჩურჩულებიან ერთმანეთს , მთა კი თეთრი , მძიმე ტვირთით იცავს საძმოს.

    დიდხანს გაგრძელდება ასე , სანამ მოვა ის ერთი არსი-სიცოცხლის დრო, როცა ბავშვის სილაღე უბრუნდება მცენარეებს- ახალგაზრდები ყვავილობენ, მოხუცი მუხები კი თითქოს კმაყოფილები არიან, რომ კიდევ იხილეს იგი .

    მთა ტვირთს იცილებს და შეჰხარის საძმოს, ყვავილები ერთმანეთს შესცინიან, ფრინველები ტკბილი ჰანგებით ამკობენ სამყაროს. ბუნების მახარობლებს ცეკვა-თამაში გაუმართავთ-აღდგა სანატრელი ოქროს ხანა.

    აი, ასეთია გაზაფხული. მოდის და მოაქვს იმედი, მოდის და აღვივებს მას , რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წყაროა სიცოცხლის ხალისისა და სილაღისა.

    მარიამ დავითაძე

    XIII კლასი

    „გაზაფხულია მაინც ასეთი…“

    განათდა ცა, გაიფანტა ზამთრის ბურუსი. ყველგან სიცოცხლის ჟრიამული ისმის. მზის ნაზი, თბილი სხივები მითბობს გაყინულ ხელებს.

    ვდგავარ მოვარდისფრო ხეების წინ და მახსენდება ჩემი ბავშვობა, წინა გაზაფხულები: როგორ ველოდებოდი ზის პირველ სხივებს, პირველ მერცხალს, პირველ კვირტებს…

    მახსოვს აჭრელებული ფურცლები. ჩემი ორსტროფიანი ლექსები, დედის ღიმილი და ბედნიერი სახე.

    თბილი სიო მიბერავს სახეში. ამთქნარებს ბუნება, იზმორებიან ხეები, გამოჩნდნენ ციყვები, მერცხლები, ფუტკრები, ამოყვეს თავი იამ და ენძელამ. აბიბინდა, შეიღება, განათდა, გაბრწყინდა სამყარო. ..

    შემოქმედი

    როცა სტუმარი მოდის, ყველას გვიხარია და ვცდილობთ, სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ. აი გაზაფხულიც გვესტუმრა-მოიყოლა ია, ხან ქარი ჩაიქროლებს, ხან ყვავილების ტკბილი სუნიც მოვა.
    ეს გაზაფხული ხელცარიელი არასდროს მოდის. სულ საჩუქრითაა. მაგრამ ჩვენც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მისი მოსვლა ჩვენთვის უკვე საჩუქარია.
    დილას ადრე ავდგები, გავიხედავ ფანჯარაში და ვხედავ : მარჯვნივ -ყვავილები, მარცხნივ კიდევ მარტოსული ია. იასთან მივა ბიჭუნა, მოწყვეტს და დედას მიუტანს.
    დედა…
    დედაზე ძვირფასი არაფერია.
    დედის კოცნა და ალერსი ყველაფერზე ტკბილია.
    დედა ერთია, როგორც სამშობლო. საერთოდ, ყველაფერი ძვირფასი ერთია.

    დედა გაზაფხულივით მშვენიერია, ზაფხულივით ტკბილია,ზამთარივით ჭკვიანი და შემოდგომასავით დინჯი.

  • ჩემი გალაკტიონი

    ჩემი გალაკტიონი

    ყოფნა

    ოჰ, რა რთული ყოფილა, ბევრისთვის სანატრელი, ადამიანად მოვლენა ამ ქვეყანაზე. ჩვენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, თუ როგორი მწარეა ყოფა ადამიანისა.ზამთრის ცივ ღამეს, დათოვლილ ქუჩებში, კიბეებზე მიძინებული პატარა ბავშვები ,რომელთა ერთი ციდა გაყინული ხელები ფიფქებითაა დაფარული. ხალხი ,რომელიც ხმას ვერ იღებს, შიშით რომ დღეს თუ ხვალ სახლში შეუვარდებიან და ცოლ-შვილს ამოუჟლეტენ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ, ნერვიც არ შეუტოკდებათ, მათში ადამიანობის ნატამალიც ვერ გაიღვიძებს, ვერასოდეს. ვინ იცის, რამდენი უცოდველი ბავშვი ჰყავთ დახვრეტილი, უსახლკაროდ დატოვებული. საცოდაობაა, როცა ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ ,რომ პერანგი აღარ დარჩენია და შარვალიც ძონძებად აქვს ქცეული. ეს კი საკუთარ თავზეც გამომიცდია. სიღარიბე -ეს გრძნობაა, რომელიც ყურში ბოლო ხმაზე ჩაგყვირის ,რომ არაფრად ღირხარ, შენ არავინ ხარ, ყველასთვის სულ ერთი ხარ ,შენი სიკვდილ-სიცოცხლეც არავის ადარდებს! ამ ყველაფრის გამოსავალს კი ყველა ვეძებთ, მეც ვეძებე, ვეძებე და სასმელმა გადამარჩინა ცოტა ხნით . მაგრამ გადამარჩინა. სხვები კი ჯერ კიდევ ეძებენ . გული მიგრძნობს , ისინიც ჩემს სასოწარკვეთილ გზას დაადგებიან ,რომ წამით მაინც უშველონ თავს და ჰპოვონ სიმშვიდე. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს, ცდილობენ, ფეხქვეშ გაგთელონ და მიწაზე დაგანარცხონ ,რადგან შენ უბრალოდ არ ჰგავხარ მათ. გატუნია, ასე მეძახდა დედა მთელი ცხოვრების მანძილზე, ალბათ ფიქრობთ, დედა-შვილს ერთმანეთის გაგება უსიტყვოდ შეუძლიათო, მაგრამ არა ,დედაჩემს არასდროს ესმოდა ჩემი, მე ხომ ჩემი სამყარო მქონდა, ყოველთვის. პოეზია და პოეზია, ნეტავ იცოდეთ, რამდენი ღამე გამითენებია ლექსების წერაში. დიახ, მე სწორედაც რომ პოეზიის მეფე ვარ. 67 წელი ვეცადე , თავი დამეღწია ამ მწარე რეალობისთვის , რასაც არსებობას ვეძახით ჩვენ, ადამიანები. დღეს 17 მარტია ,მთელი დღეა , საავადმყოფოს დერეფანში დავდივარ და ვფიქრობ. საავადმყოფოს ფანჯრიდან ვიხედები: ვხედავ, ალისფერი ფოთლები უკვე ძირს დაცვენილან და ხეები ნელ-ნელა ისევ იმოსება მწვანედ. განუწყვეტლივ წვიმს, თან ქარიც ქრის, ხელი გავიშვირე ფანჯრიდან, წვიმის წვეთი რომ შემეგრძნო, ამან ჩემი ცოლი ოლღა გამახსენა, წვიმა ყველაზე მეტად აბედნიერებდა . ის დახვრიტეს, რა გასაკვირია ,დღეს საქართველოში ხომ ყველა სიმართლის მთქმელ ქალს თუ კაცს ხვრეტენ. ისე კი მიკვირს, აქამდე მე როგორღა მოვაღწიე ცოცხალმა. ცას ავხედე- ისეთი მუქი და საშიში იყო…უცებ მერცხალმა გადაიფრინა . მერე დავფიქრდი და მეც მომინდა გადამეფრინა რუხი ღრუბლები. თეთრი ხალათი საწოლზე დავაგდე, სკამი ფანჯარასთან მივაყუდე ,ბოლო ღერი სიგარეტიც გავაბოლე და სკამზე დავდექი. ბარტყები ფრენას ბუდიდან სწავლობენ ,მე კი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან ვისწავლე. ცამ დაიქუხა, ქარი ამოვარდა, შვება ვიგრძენი, გულზე ხელი დავიდე -ჩემი გულისცემა შეწყდა.

    კიდევ კარგი, ამ უაზრო ბათქაბუთქის შეჩერების უფლება მაინც მომენიჭა მე, ადამიანს.

    ანი ზუმბულიძე

  • მეოცნებეები

    მეოცნებეები

    ვინ არიან მეოცნებეები

      განა დანაშაულია ოცნება? ის ხომ ფანტაზიის წყაროა.      

     ოცნება ცხოვრების საიდუმლოა, ის რაც ხალხს აძლიერებს და მიზანს უსახავს მომავალს.

    ბევრი ამბობს, რომ ოცნება კარგია, მაგრამ ზომიერი ზედმეტი არ მოგივიდეთო ქადაგებენ, მაგრამ განა მართლა ასეა? თუ უბრალოდ ენანებათ ცხოვრების საიდუმლოს სხვისთვის გაწილადება?

       ოცნება ღრმაა და იგი არ არსებობს არც ზომიერი, არც ზედმეტი, მას ფსკერი არ აქვს, ის არ ილევა უბრალოდ იცვლება : თოჯინების სახლებსა  და მანქანებს            უნივერსიტეტის მიღებები და გამოცდების ჩაბარება ცვლის, მათ კიდევ კარგი სამსახურის შოვნა და კარგი შემოსავლის ქონა და ასე გრძელდება საკმაოდ დიდხანს. ის ვითარდება და ფართოვდება, თითქოს შენთან ერთად სამყაროს ზრდის.

            ბევრისთვის ოცნება სისულელეა, გონება    გაფანტულობად და მდაბიოებად თვლიან , მაგრამ განა არ იცით რამდენს აკლდებიან ის ადამიანები      ცხოვრებაში? ოცნება ბავშობას აბრუნებს, თითქოს სულ ახალგაზრდას, სხარტსა და სიცოცხლის წყურვილით აღსავსეს გტოვებს.

         ბავშობაში ოცნებას არავინ გიშლის,შეგიძლია გქონდეს კანფეტების სახლი ან პრინცესის კაბები, მაშინ ცხოვრება მართლაც  ათას ფერად შეღებილ ოცნებას  

     ჰგავს.

         გაზრდისას ეს სამყარო აღარ არსებობს, ყველა უცებ გაზრდას და დასერიოზულებას მოითხოვს, ოცნებას გართმევენ და მიწაზე წამიერად განარცხებენ. ისინი ოცნებას გიკრძალავენ მაგრამ იციან,რომ მის გარეშე თავს ვერ გაიტან.მეოცნებეებს არ ენდობიან და სერიოზულ პირებად არ მიიჩნევენ, ესაა სულ მათი არგუმენტი.

        სინამდვილეში მეოცნებეები ყოველთვის ერთი თავით მაღლა დგანან, რადგან მათ აქვთ უნარი მოცემულ სიტუაციაზე უფრო შორს წავიდნენ, მათ გააჩნიათ  შორს, შორს გალაქტიკაში განჭვრეტის შესაძლებლობა.         ამიტომ არ  უყვართ ხალხს მეოცნებეები, რადგან ისინი საჭიროზე შორს მიდიან, მეტი აინტერესებთ და იმას იგებენ, რაც არ უნდა იცოდნენ.  ის ადვილად დასამორჩილებელი არაა, მას ყოველთვის აქვს საკუთარი იდეა  ან პრეტენზია, ამიტომ  ურჩევნია ხალხს ისეთი პიროვნება, რომელსაც    „ჩამოყალიბებულს“ უწოდებს და ადვილად დაიმორჩილებს ზედმეტი აზრების გარეშე.

         ესაა ბავშვებისთვის ბავშობისა მოზარდებისთვის ოცნების წართმევის მიზეზი. არადა, ის არ იციან თუ რა ბედნიერებაა გქონდეს უნარი, იმაზე მეტი გაიგო ვიდრე სხვებს უნდათ.

                                                                  მარიამ  დავითაძე

                                                                                მეოცნებე…

  • ვწერთ ლექსებს

    ვწერთ ლექსებს

                                                                                   

    ავხედავ მთებს

    ავხედავ მთებს, დიად მთებს…

    საქართველოს ისტორიის მსმენელებს,

    ყოვლის მხილველნს, ყოვლის  გამგებს,                                                                 

    ომში გაწვრთნილ, ღირსეულ ქართველებს.                                            

    უსაზღვრო იყო მტრის სურვილი ჩაეგდოთ ხელში,                                                            

    ჩემი სამშობლო, სამშობლო ვაზისა,

    ტკბილი ღვინისა, დიდი ენისა,

    ქვეყანა თამარის, გიორგი მეფისა…

    ამდენი ჭირით, ამდენი რბევით

    ამდენი ციხესიმაგრეების ნგრევით,

    მეფეთა მსხვერპლით, დაღვრილი ცრემლით,

    ვერ დასცეს, ვერ გაანადგურეს

    სამშობლო ჩემი……

    და ტრიალებდა ბედი ქართლისა,

    წაღმა უკუღმა ძრწოლით და რიხით,

    მაგრამ იმედი, რწმენა ქართველთა

    სავსეა მუდამ მომავლის სხივით.

    ავხედავ მთებს, დიად მთებს,

    უშიშარ ქართველთა ღირსეულ ძმებს,

    ცისფერ ზეცას და ბრწყინვალე მზეს,

    დავითის, ერეკლეს კურთხეულ ველს.

    გიორგი მენაღარიშვილი

    სამშაბათი

    სამშაბათი დილა სუფევს

    ავდარიანი ქარითა,

    ერთადერთი დღე სიმშვიდის

    დანარნარებს მტკვარი ვითა.

    მე  ფანჯრიდან  ვიხედები

    მოჩანს სიო მკვდარი ვითა,

    და მე ვრჩები  მარტოდმარტო

    ოცნებებით  მთვრალი ვითა.

      მე არ ვარ არვინ

    მე არ ვარ არვინ დღესაო

    ცარიელი ვარ კვნესაო,

    მავსებს ათასი გრძნობა და

    ეს მოელვარე ზეცაო.

    თითქოს ფუჭია ეს ნატვრა

    მთაში შევნატრი მწყემსსაო,

    ფუჭია დროის ტარება

    ამ მიმალულსა ქედსაო.

    მგზავრი

    საღამოს მოგონება

    მსხვილი მთის წვეროდან                          

    გავხედავ სივრცეს,                                                  

    ჩაბნელდა ღამე,

    მთვარე იქ მზეს სცემს.

    ვიხსენებ ბავშვობის

    პატარა წვრილ ფეხს,

    თუ როგორ ავიდგი

    პირველად იმ დღეს.

    ფანჯრიდან შევსცქერით

    სოფლის მშვიდ ვირებს.

    ოი, საღამოვ,

    ჩემო „ბნელ-ლამაზო“,

    როგორ გამიკვლევ გზას,

    შენ, ყაჩაღო.

    მაგონებ ძილის დროს,

    რომელსაც სულ ვნატრობ,

    მშობელი მიმღერის როს:

    -ტბილო და ნაზო.

    ჩამეძინება უხმოდ და მშვიდად,

    სულ მეფიქრება,

    რას ვნახავ სიზმრად?

    ოი, საღამოვ,

    შენ მთვარის გულო,

    საით მიმიყვანს

    შენი გზის სული..

    ირაკლი მეძმარიაშვილი