ვინ არიან მეოცნებეები
განა დანაშაულია ოცნება? ის ხომ ფანტაზიის წყაროა.
ოცნება ცხოვრების საიდუმლოა, ის რაც ხალხს აძლიერებს და მიზანს უსახავს მომავალს.
ბევრი ამბობს, რომ ოცნება კარგია, მაგრამ ზომიერი ზედმეტი არ მოგივიდეთო ქადაგებენ, მაგრამ განა მართლა ასეა? თუ უბრალოდ ენანებათ ცხოვრების საიდუმლოს სხვისთვის გაწილადება?
ოცნება ღრმაა და იგი არ არსებობს არც ზომიერი, არც ზედმეტი, მას ფსკერი არ აქვს, ის არ ილევა უბრალოდ იცვლება : თოჯინების სახლებსა და მანქანებს უნივერსიტეტის მიღებები და გამოცდების ჩაბარება ცვლის, მათ კიდევ კარგი სამსახურის შოვნა და კარგი შემოსავლის ქონა და ასე გრძელდება საკმაოდ დიდხანს. ის ვითარდება და ფართოვდება, თითქოს შენთან ერთად სამყაროს ზრდის.
ბევრისთვის ოცნება სისულელეა, გონება გაფანტულობად და მდაბიოებად თვლიან , მაგრამ განა არ იცით რამდენს აკლდებიან ის ადამიანები ცხოვრებაში? ოცნება ბავშობას აბრუნებს, თითქოს სულ ახალგაზრდას, სხარტსა და სიცოცხლის წყურვილით აღსავსეს გტოვებს.
ბავშობაში ოცნებას არავინ გიშლის,შეგიძლია გქონდეს კანფეტების სახლი ან პრინცესის კაბები, მაშინ ცხოვრება მართლაც ათას ფერად შეღებილ ოცნებას
ჰგავს.
გაზრდისას ეს სამყარო აღარ არსებობს, ყველა უცებ გაზრდას და დასერიოზულებას მოითხოვს, ოცნებას გართმევენ და მიწაზე წამიერად განარცხებენ. ისინი ოცნებას გიკრძალავენ მაგრამ იციან,რომ მის გარეშე თავს ვერ გაიტან.მეოცნებეებს არ ენდობიან და სერიოზულ პირებად არ მიიჩნევენ, ესაა სულ მათი არგუმენტი.
სინამდვილეში მეოცნებეები ყოველთვის ერთი თავით მაღლა დგანან, რადგან მათ აქვთ უნარი მოცემულ სიტუაციაზე უფრო შორს წავიდნენ, მათ გააჩნიათ შორს, შორს გალაქტიკაში განჭვრეტის შესაძლებლობა. ამიტომ არ უყვართ ხალხს მეოცნებეები, რადგან ისინი საჭიროზე შორს მიდიან, მეტი აინტერესებთ და იმას იგებენ, რაც არ უნდა იცოდნენ. ის ადვილად დასამორჩილებელი არაა, მას ყოველთვის აქვს საკუთარი იდეა ან პრეტენზია, ამიტომ ურჩევნია ხალხს ისეთი პიროვნება, რომელსაც „ჩამოყალიბებულს“ უწოდებს და ადვილად დაიმორჩილებს ზედმეტი აზრების გარეშე.
ესაა ბავშვებისთვის ბავშობისა მოზარდებისთვის ოცნების წართმევის მიზეზი. არადა, ის არ იციან თუ რა ბედნიერებაა გქონდეს უნარი, იმაზე მეტი გაიგო ვიდრე სხვებს უნდათ.
მარიამ დავითაძე
მეოცნებე…
